ცხადდება ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!
იხილეთ: სტიპენდიის მინიჭების წესი
გთხოვთ, გაეცნოთ სტიპენდიის მინიჭების წესს და სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მიხედვით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადი განცხადება სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) აკადემიური მოსწრების (წინა ორი კალენდარული სემესტრის ქულათა მითითებით) დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
გ) დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასალებში) გამოქვეყნებას;
დ) სამეცნიერო კონფერენციაში/კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ოქტომბერი, 17:00 სთ.
სტუდენტებმა განცხადება და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით უნდა გამოაგზავნონ მეილზე social@tsu.ge მეილის თემაში მიუთითეთ: "აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია".